WSJ: შესაძლოა, აშშ-მა ირანიდან ჩინეთში ნავთობის მიწოდებაზე სანქციები გაზარდოს

აშშ-ის ხელისუფლებამ შეიძლება უფრო მკაცრი სანქციები დააწესოს ირანიდან ჩინეთში ნავთობის მოწოდებაზე. ამის შესახებ ორშაბათს The Wall Street Journal–მა განაცხადა.

გაზეთის წყაროების თანახმად, ახალი შეზღუდვები ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ჩაიშლება. ამავე დროს, ამერიკის ადმინისტრაცია განიხილავს სხვა ზომებს, იმის შიშით, რომ მკაცრი სანქციები გამოიწვევს ისლამური რესპუბლიკის რეაქციას – ბირთვული პროგრამის განვითარების დაჩქარებას. ერთ-ერთი ალტერნატივა შეიძლება იყოს დიპლომატიური კამპანია ჩინეთის, ინდოეთისა და ირანული ნავთობის სხვა იმპორტიორების დარწმუნებისკენ, შეამცირონ ნავთობპროდუქტებისა და სხვა საქონლის შესყიდვები ამ ქვეყნიდან, ასევე თანამშრომლობა რესპუბლიკასთან ფინანსურ სფეროში.

 

კომენტარები
იტვირთება...