WSJ: მარკ ცუკერბერგი, აშშ-ში არეულობების შესახებ ტრამპის პოსტებს შეურაცხმყოფელად მიიჩნევს

ამერიკული კომპანია Facebook-ის ხელმძღვანელმა მარკ ზუკერბერგმა თავის თანამშრომლებს შეატყობინა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში გაკეთებული ბევრი ჩანაწერი შეურაცხმყოფელია, მაგრამ არ აპირებს რაიმეზე ცენზურის გაკეთებას. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ცუკერბერგმა ეს განცხადებები კომპანიის თანამშრომლებთან შეხვედრაზე გააკეთა. ბევრმა მათგანმა ადრე გააპროტესტა ხელმძღვანელობის პოზიცია, ტრამპის მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტებზე, რომლებიც ეხებოდა შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროტესტებსა და არეულობებს. გამოცემის თანახმად, ცუკერბერგმა თქვა, რომ იგი ტრამპის ჩანაწერების დიდ ნაწილს “შეურაცხყოფად” მიიჩნევს. ამავე დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კერძო კომპანიებმა არ უნდა აიღონ საკუთარ თავზე საზედამხედველო ფუნქცია და არ უნდა საუბრობდნენ პოლიტიკოსების მხრიდან რაიმე სახის დარღვევის შესახებ.

მასალაში ნათქვამია, რომ Facebook-ის ბევრი თანამშრომელი უკმაყოფილო იყო შეხვედრით და არ ეთანხმებოდა ცუკერბერგს.

დონალდ ტრამპმა, თავის პოსტში, საპროტესტო აქციების მონაწილეებს “ბანდიტები” უწოდა და ისინი გააფრთხილა, რომ “ნებისმიერი სირთულის გაჩენის შემთხვევაში” ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ორგანოები გააკონტროლებენ ვითარებას. მისი თქმით, “როდესაც ყაჩაღობა იწყება, მაშინ იწყება სროლაც.”

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად