WSJ: Boeing 737 MAX -ის თვითმფრინავების ფრენები 2020 წლამდე არ განახლდება

ნაკლებად სავარაუდოა, რომ Boeing 737 MAX -ის თვითმფრინავების ფრენები 2020 წლამდე განახლდეს. როგორც გამოცემა Wall Street Journal- ის წყაროები იუწყებიან, პრობლემის გადაჭრას ბევრი დრო სჭირდება.

ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, რადგან ჯერ კომპანიამ ამერიკული მარეგულირებლის მოთხოვნები უნდა შეასრულოს. თუმცა, ბოლო სცენარის მიხედვით, 2020 წლის იანვარში 737 MAX-ის თვითმფრინავის სამგზავრო ფრენები განახლდება.
გემოცემის თანახმად, პროგრამის შემუშავება და სერტიფიცირების პროცესი სასწავლო პროგრამებში არაერთხელ გადაიდო. საკითხს აშშ-ს ფედერალური ავიაციის ადმინისტრაცია და საერთაშორისო მარეგულირებლები დეტალურად აანალიზებენ.

Boeing 737 MAX-ის თვითმფრინავის ავიაკატასტროფა ორჯერ მოხდა. კერძოდ, – 2018 წელს, აღნიშნული მოდელის თვითმფრინავი ინდონეზიაში ჩამოვარდა, რის შედეგადაც 189 ადამიანი დაიღუპა.
მორიგი შემთხვევა ამა წლის მარტში, ეთიპიაში მოხდა, რის შედეგადაც 157 ადამიანი დაიღუპა.

უკანასკნელი ავიაკასტროფის შემდეგ, მრავალი ქვეყნის ხელისუფლებამ, მათ შორის რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა, ამ მოდელის თვითმფრინავის ფერენები უსაფრთხოების მიზნით შეაჩერა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...