WSJ: არაბულმა ქვეყნებმა ყატართან ურთიერთობების აღსადგენად მოთხოვნების სია მოამზადეს

საუდის არაბეთმა, არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმა, ეგვიპტემ და რამდენიმე სხვა არაბულმა ქვეყანამ ყატართან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად მოთხოვნების ჩამონათვალი მოამზადა,-ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, სახელმწიფოები მოითხოვენ, რომ ყატარმა ექსტრემისტული დაჯგუფებების დაფინანსების შეწყვეტა უზრუნველყოს და მოძრაობა "მუსლიმთა საძმოს" მხარდაჭერაზე უარი განაცხადოს.

აღსანიშნავია, რომ პრეტენზიების საბოლოო სია შეთანხმდება. გეგმა უახლოეს მომავალში ამოქმედდება.

ყატართან დიპლომატიური ურთიერთობა ათმა ქვეყანამ გაწყვიტა: კომორის კუნძულებმა, მავრიტანიამ, იემენმა, ლიბიამ, ბაჰრეინმა, ეგვიპტემ, არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა, საუდის არაბეთმა, მავრიტანიამ და მალდივის კუნძულებმა.

5 ივნისს, საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ყატარულ ტელეარხ Al Jazeera-ს ლიცენზია გაუუქმა და სამეფოს ტერიტორიაზე ოფისი დახურა.

ორშაბათს, 5 ივნისს, დილით არაბულმა ქვეყნებმა ეგვიპტემ, ბაჰრეინმა, საუდის არაბეთმა, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა და კიდევ მალდივმა, ლიბიამ და იემენმა ყატართან დიპლომატიური ურთიერობა შეწყვიტეს. ისინი დოჰას, ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერაში და ჩამოთვლილი არაბული ქვეყნების შიდა სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაში სდებენ ბრალს.

ერ-რიადმა ყატართან საზღვრები ჩაკეტა და ყველა სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა თავის მეზობელთან. ეგვიპტემ აგრეთვე შეწყვიტა საჰაერო და საზღვაო მიმოსვლა ყატართან. არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა ყატარელ დიპლომატებს 48 საათი მისცა ქვეყნის დასატოვებლად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...