WP: ტრამპის განცხადებით, აფროამერიკელებს თანასწორობისთვის ბრძოლაში ინიციატივები არ ჰყოფნით

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის მრჩევლებთან საუბრისას თქვა, რომ შავკანიან ამერიკელებს ხელს უშლის არა სოციალური ბარიერები, არამედ ინიციატივის ნაკლებობა. ამის შესახებ ვაშინგტონ პოსტმა ოთხშაბათს განაცხადა, აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

გარდა ამისა, ებრაელ ოფიციალურ პირებთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ტრამპმა აღნიშნა, რომ ებრაელები ყველაფერს მხოლოდ საკუთარი თავისთვის აკეთებენ”. პირად საუბრებში მან, ასევე, მწვავედ ისაუბრა ესპანელებზე და განაწყენებული იყო მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სურვილით იმასთან დაკავშირებით, რომ 2018 წელს აფრიკაში გამგზავრებულიყო.

ამასთან, გაზეთის მიერ გამოკითხულ ადმინისტრაციის არცერთ ოფიციალურ პირს არ შეეძლო გაეხსენებინა, რომ ტრამპი თანამდებობაზე ყოფნის დროს თავს უფლებას აძლევდა საჯაროდ მიეყენებინა შეურაცხყოფა ადამიანებისათვის რასობრივი ან ეთნიკური ნიშნით.

“დონალდ ტრამპის, როგორც კერძო მოქალაქისა და პრეზიდენტის გამოცდილება არის ერთიანობისთვის ბრძოლის გამოცდილება და ყველასადმი თანაბარი მოპყრობა. ყველას, ვინც სხვაგვარად ამბობს, მხოლოდ უთანხმოების თესვა სურს”, – აღნიშნავს გაზეთი თეთრი სახლის სპიკერ სარა მათეუსის სიტყვებზე დაყრდნობით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად