WP: თეთრი სახლი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებაზე მუშაობს

აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის თანამშრომლები ახალ აქტში რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებაზე მუშაობენ, რათა სირიის მოსახლეობა ვითარების ესკალაციისგან დაიცვან. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა The Washington Post-ის რეპორტიორი ჯოშ როგინი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით  ავრცელებს.

წყაროების თანახმად, თეთრი სახლი თავდაპირველად შესაბამისი აქტის მიღებაზე უარს აცხადებდა, რადგან შიშობდა, რომ სანქციებს სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას დააზიანებდა. წყაროს განმარტებით, ამ ეტაპზე, ძირითადი მიზეზი, რის გამოც აშშ-ის კონგრესმა რეკომენდირებული აქტის მიღება გადადო, სირიაში დიპლომატიური კონტაქტების შენარჩუნებაა.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ობამას ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ეწინააღმდეგება, რადგან მიიჩნევს, რომ ამ ფაქტმა შესაძლოა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ხელისუფლებას შორის 2015 წელს მიღწული ბირთვული შეთანხმება დააზარალოს.

პარარელურად, გამოცემა The Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ გერმანიის მთავრობა სირიაში განვითარებული მოვლენების გამო, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავდა. წყაროს თანახმად, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოსკოვზე ზეწოლის სხვადასხვა მეთოდებს შეისწავლის, მათ შორის ეკონომიკური შეზღუდვების დაწესების საკითხს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...