WP: თეთრი ღვინო წითელ პლანეტაზე – მარსზე შესაძლოა რქაწითელი გააშენონ

“თეთრი ღვინო წითელ პლანეტაზე“,-ამ სახელწოდებით სტატიას გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი” ავრცელებს და წერს, რომ მარსზე შესაძლოა რქაწითელი გააშენონ.

“საქართველო მსოფლიოს თავს ღვინის სამშობლოდ აცნობს. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ქვეყანას სურს გაარკვიოს, თუ რა ჯიშის ღვინო შესაძლოა დალიონ ერთ დღეს მარსზე. ეს IX ათასწლეულის პროექტია. გუნდს ასევე სურს, რომ ქართული ბეჭედი მარსის კოლონიის ოცნებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი უჩვეულო კვლევის ფრონტზე დააყენოს. და ბოლოს და ბოლოს, ვის არ სურს  ახალ პლანეტაზე  ჭიქა ღვინის დაგემოვნება?”,-წერს გამოცემა.

“თუ ვგეგმავთ, რომ მარსზე ერთ დღეს ვიცხოვროთ, საქართველომ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. ჩვენმა წინაპრებმა დედამიწას ღვინო უსახსოვრეს, ასე რომ შეგვიძლია იგივე მარსზეც გავაკეთოთ “, – აცხადებს საქართველოს კოსმოსური კვლევითი სააგენტოს დამფუძნებელი ნიკოლოზ დობორჯგინიძე.

მედის ცნობით, მეწარმეთა და მეცნიერთა კონსორციუმი ასევე  IX ათასწლეულის პროექტშია ჩართული, რომელიც საქართველოში მევენახეობის ტრადიციას ეხება.

სტატიაში ნათქვამია, რომ ქართულმა გუნდმა ყურძნის სივრცეში შესაძლო გაშენება შეისწავლა. მაგრამ სხვებიც ცდილობენ გაერკვნენ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მარსზე დაცული ბაღები.

“წარსულის ყურძენი შესაძლოა  ჩვენი მომავლის ნაწილი იყოს”, – განაცხადა IX ათასწლეულის პროექტის მენეჯერმა ანა ლომთაძემ.  “ჩვენი საბოლოო მიზანი არის მარსზე კოლონიზაციაა, მაგრამ ჩვენი მუშაობა შესაძლოა დედამიწაზე უკან დაბრუნებაში დაგვეხმაროს”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად