აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და დემოკრატმა ჰილარი კლინტონმა შეიძლება გაეროში ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობა დაიკავოს, თუკი დამტკიცდება ახალი ადმინისტრაცია ჯოზეფ ბაიდენის ხელმძღვანელობით. ამის შესახებ ხუთშაბათ საღამოს The Washington Post-მა საკუთარი წყაროების მითითებით განაცხადა.
“ერთი დამაინტრიგებელი კანდიდატურა ეს არის ჰილარი კლინტონი გაეროში აშშ-ის ელჩის პოსტზე. იდეა ისაა, რომ ბაიდენი ხაზს უსვამს ამ პოსტის მნიშვნელობას ადმინისტრაციაში, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო ასპარეზზე, მისი აზრით, ამერიკის რეპუტაცია აღარაა ისეთი ძლიერი და მას ხელახალი განმტკიცება სჭირდება”, – აღნიშნავს გამოცემა.