WP: აშშ ევაკუირებულ 44 ავღანელს პოტენციურად საშიშად მიიჩნევს

აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტმა (DHS), ეროვნული უშიშროებისთვის შესაძლო საფრთხედ მიიჩნია ოთხ ათეულზე მეტი ის ავღანელი, რომლებიც ამ ქვეყანაში ჩაიყვანეს მასობრივი ევაკუაციის შედეგად.

Washington Post-ის ცნობით, 13 ავღანელი დაკავებულია საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის მიერ და დამატებით პროცედურებს ელოდება.

15 ავღანელი, რომლებიც ასევე საფრთხის შემცველად ჩათვალეს, საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურებს გადაეცათ და უკან გააბრუნეს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის სატრანზიტო პუნქტებში.

დანარჩენი 16 ავღანელი კი, რომლებსაც არ აქვთ გამგზავრების ნებართვა უცხოეთში სატრანზიტო პუნქტებში რჩებიან.

 

კომენტარები
იტვირთება...