World’s Best Vineyards-ის მიერ შედგენილ მსოფლიოს 2021 წლის საუკეთესო ვენახების რეიტინგის სათავეში Zuccardi Valle de Uco მოექცა

World’s Best Vineyards-მა მსოფლიოს 2021 წლის საუკეთესო ვენახების ასეული გამოავლინა

World’s Best Vineyards-ის მიერ 2021 წლის საუკეთესო ვენახად არგენტინაში, მენდოსას რეგიონში, ანდების თოვლიანი მთების წინ, უკოს დაბლობზე მდებარე ზუკარდის ვენახი (Zuccardi Valle de Uco) დასახელდა.

მეორე ადგილზე ესპანეთში, რიოხას რეგიონში მდებარე მარკეს დე რისკალის ვენახი (Bodegas de los Herederos del Marqués de Riscal) გავიდა.

მესამე ადგილი საფრანგეთში, ბორდოს რაიონში მდებარე შატო მარგომ (Château Margaux) დაიკავა.

რეიტინგის შედგენისას მხედველობაში მიიღებოდა ღვინის ტურების, დეგუსტაციის, შეთავაზებული კერძების ხარისხი და მომსახურების დონე, ხელმისაწვდომობა და სტუმრებისთვის შექმნილი ატმოსფეროს ხიბლი და განსაკუთრებულობა.

საუკეთესო ასეულში მსოფლიოს 22 ქვეყნიდან მოხვდნენ ვენახები. ყველაზე მეტი საუკეთესო ვენახი ჩილეშია

ჩილე – 11 (NN5, 8, 17, 28, 41, 43, 45, 76, 87, 95, 96)
საფრანგეთი – 10 (NN3, 12, 13, 36, 51, 55, 59, 75, 89, 94)
სამხრეთ აფრიკა – 10 (NN10, 30, 44, 68, 72, 84, 86, 88, 97, 98)
პორტუგალია – 9 (NN16, 19, 27, 29, 38, 49, 50, 56, 60)
არგენტინა – 8 (NN1, 7, 18, 24, 35, 42, 53, 67)
ესპანეთი – 7 (NN2, 9, 26, 32, 81, 85, 100)
ახალი ზელანდია – 7 (NN11, 15, 52, 63, 69, 79, 91)
ავსტრალია – 7 (NN25, 31, 37, 64, 74, 78, 99)
ლიბანი – 7 (NN14, 21, 39, 48, 65, 70, 82)
აშშ – 5 (NN40, 47, 54, 57, 92)
იტალია – 4 (NN6, 61, 73, 83)
რუსეთი – 3 (NN20, 23, 80)
ურუგვაი -2 (NN4, 66)
გერმანია – 2 (NN34, 46)
ავსტრია – 1 (N22)
იაპონია – 1 (N33)
საქართველო – 1 (N58 შატო მუხრანი)
უნგრეთი – 1 (N62)
კანადა – 1 (N71)
საბერძნეთი – 1 (N77)
ინდოეთი – 1 (N90)
ბულგარეთი – 1 (N93)

კომენტარები
იტვირთება...