Wizz Air-მა ბუდაპეშტიდან იტალიის მიმართულებით ყველა ფრენა გააუქმა

როგორც Budapest Business Journal-ი წერს, დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა, მოთხოვნის შემცირების გამო, ფრენების სიხშირის შემცირება გადაწყვიტა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ი, 11 მარტიდან 2 აპრილამდე, მოთხოვნის შემცირების გამო, ზოგიერთი ფრენის სიხშირეს შეამცირებს.

ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე კი, ბუდაპეშტიდან რომის, ბოლონიის, კატანიას, ნეაპოლის, მილანისა და ბარის მიმართულებით ფრენების მონიშვნა საერთოდ შეუძლებელია და აწერია “რეისის გარეშე”, რაც იმას ნიშნავს, რომ ავიაკომპანიამ ბუდაპეშტიდან იტალიის მიმართულებით ყველა ფრენა გააუქმა.

კომპანია იუწყება, რომ ვრცელ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად