WHO-ს მისიამ ვუჰანში კორონავირუსის უფრო ფართო თავდაპირველი აფეთქების ნიშნები გამოავლინა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მკვლევარებმა, რომლებმაც შეისწავლეს კორონავირუსის წარმოშობა ჩინეთში, აღმოაჩინეს იმის ნიშნები, რომ 2019 წლის დეკემბერს ვუჰანში კორონავირუსის აფეთქება ბევრად უფრო ფართო იყო, ვიდრე ადრე ეგონათ და ამ ეტაპზე ეძებენ ასობით ათასი სისხლის ნიმუშს იმ ქალაქიდან, რომლის შემოწმების საშუალებაც მათ ჩინეთის ხელისუფლებამ არ მისცა.

WHO-ს მისიის მთავარმა გამომძიებელმა, პიტერ ბენ ემბარეკმა, CNN-ს ვრცელ ინტერვიუში განუცხადა, რომ მისიამ აღმოაჩინა ვირუსის უფრო ფართო გავრცელების რამდენიმე ნიშანი, 2019 წელს, მათ შორის ისიც, რომ არსებობს ათზე მეტი ვარიანტის ვირუსი. გუნდს ასევე ჰქონდა შესაძლებლობა, გასაუბრებოდა ინფიცირებულ პირველ პაციენტთან: ოფისის 40 წლის თანამშრომელმა, რომელსაც მოგზაურობის ისტორია არ ჰქონდა, 8 დეკემბერს განაცხადა ვირუსის ქონის შესახებ.

ემბარეკმა, რომელიც შვეიცარიაში ვუჰანიდან დაბრუნდა, განუცხადა CNN-ს, რომ დეკემბერში ვირუსმა ფართო გავრცელება მოახდინა ვუჰანში, რაც ახალი აღმოჩენაა.

ჯანმო-ს სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა განაცხადა, რომ ჩინელმა მეცნიერებმა ჯგუფს წარუდგინეს კორონავირუსის 174 შემთხვევა ვუჰანში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2019 წლის დეკემბერში. მისი თქმით, აქედან 100 ლაბორატორიულად დადასტურდა, ხოლო 74 დაადასტურა პაციენტის კლინიკური დიაგნოზით.

ემბარეკმა თქვა, რომ ალბათ რაოდენობა უფრო მეტია – სავარაუდოდ მძიმე შემთხვევები, რომლებიც ჩინელმა ექიმებმა ადრევე შენიშნეს – ნიშნავს, რომ დაავადებას შეეძლო ვუჰანში დაახლოებით 1 000 ადამიანი დაეინფიცირებინა იმავე წლის დეკემბერში.

“მას შემდეგ ჩვენ ეს მოდელირება არ გაგვიკეთებია, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ინფიცირებული მოსახლეობის დაახლოებით 15% მთავრდება მძიმე შემთხვევებით, ხოლო აბსოლუტური უმრავლესობა მსუბუქი შემთხვევებით”, – თქვა მან.

ემბარეკმა თქვა, რომ მისიამ, რომელშიც შედიოდა ჯანმოს 17 მეცნიერი და 17 ჩინელი, გააფართოვა ვირუსის გენეტიკური მასალის ტიპი, რომელსაც ისინი იკვლევდნენ კორონავირუსის ადრეულ შემთხვევებში. ამან მათ საშუალება მისცა, ნაწილობრივი გენეტიკური ნიმუშები შეესწავლათ და არა მხოლოდ სრული. შედეგად, მათ შეძლეს SARS-COV-2 ვირუსის 13 სხვადასხვა გენეტიკური თანმიმდევრობის შეგროვება 2019 წლის დეკემბრის შემდეგ.

“ზოგი მათგანი ბაზრებიდანაა, ზოგი არ არის დაკავშირებული ბაზრებთან, მათ შორის ჰუანანის ზღვის პროდუქტების ბაზრობა ვუჰანში, რომელმაც, სავარაუდოდ, დიდი როლი ითამაშა ვირუსის პირველად გავრცელებაში. ეს არის ის, რაც ჩვენი მისიის ფარგლებში აღმოვაჩინეთ”, – განაცახდა მან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...