WHO: პირბადეები, ჯანმრთელ ადამიანებს Covid-19-სგან არ იცავს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღარ გასცემს რეკომენდაციას საზოგადოებაში პირბადეების ტარების შესახებ მას მერე, რაც ახალი მტკიცებულების მიხედვით აღმოჩნდა, რომ პირბადემ შესაძლოა ხელი შეუწყოს პანდემიის შენარჩუნებას.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, აქამდე საკუთარი პოზიცია თვალსაჩინო ჰონგ კონგის მაგალითზე გახადა, რომ პირბადეების გამოყენებამ სოციუმში ხელი შეუწყო ახალი კორონავირუსის შემთხვევების შემცირებას ზოგიერთ რეგიონში.

თუმცა, განახლებულ გაიდლაინში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ორგანიზაციამ განაცხადა, რომ პირბადეებს არ შეუძლია ვირუსის გავრცელებისთვის ხელის შეშლა, ვინაიდან ეს არ არის საკმარისი. არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ პირბადის ტარება საზოგადოებაში, ჯანმრთელ ადამიანს დაიცავს რესპირატორული ინფექციებისგან, მათ შორის Covid-19-სგან.

პროფესორი დევიდ ჰეიმანი, ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ პირბადე მხოლოდ სხვების დაცვისთვის არის და არა საკუთარი თავის დაცვისთვის.

კომიტეტმა დაადასტურა, რომ ვირუსი შესაძლოა სხვას გადასდოს ისეთმა ადამიანმა, რომელსაც სიმპტომები არ აქვს, თუმცა იგი წვეთოვანი გზით უნდა გავრცელდეს, ან დაინფიცირებული ზედაპირების მეშვეობით, რის შანსებსაც ფიზიკური დისტანცირება და ხელების ხშირი დაბანა ამცირებს.

განახლებული გაიდლაინის მიხედვით, ადამიანებმა, რომლებსაც ახალი კორონავირუსი აქვთ, უნდა ატარონ პირბადეები, უნდა იყვნენ თვითიზოლაციაში და მიიღონ სამედიცინო დახმარება რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ასეთ ადამიანების ახლობლები, რომლებიც მათ შინ უვლიან, საფრთხის ქვეშ არიან მანამ, სანამ ინფიცრებულთან ერთად ერთ ოთახში იმყოფებიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინი იმის შესახებ, რომ ჯანმრთელმა ადამიანმა საზოგადოებაში უნდა ატაროს პირბადე, კონფლიქტში მოდის აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რჩევასთან, რომლის მიხედვითაც, მოქალაქე ვალდებულია პირბადე ატაროს აფთიაქებში, მაღაზიებში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა შესაძლოა რთული აღმოჩნდეს.

ჰეიმანი აცხადებს, რომ პირბადე დაცულობის ცრუ შეგრძნებას ქმნის, რამაც შესაძლოა ადამიანი საფრთხეში ჩააგდოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ცხვირი და პირი სრულად დაფარული გაქვს, ვირუსი შესაძლოა მაინც გადაგედოს თვალების მეშვეობით.

“ადამიანებს ჰგონიათ, რომ დაცულები არიან, როდესაც სინამდვილეში არ არიან დაცულები. ჯანდაცვის მუშაკები, პირბადეებთან ერთად აგრეთვე ატარებენ ვაიზორებსაც, რომელიც იცავს თვალებს”, – აცხადებს ჰეიმანი.

კიდევ ერთი სადარდებელი ის არის, რომ ადამიანები შესაძლოა მაშინ დაინფიცირდნენ, როდესაც იკეთებენ, ან იხსნიან პირბადეს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც პირბადეს ატარებენ საზოგადოებრივ ადგილებში, დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ უსაფრთხოდ იყენებენ მათ. ორგანიზაციის თქმით, ქვეყნები, რომლებიც თავის მოსახლეობას პირბადეების გამოყენებისკენ მოუწოდებს, აგრეთვე უნდა ზრუნავდნენ იმაზე, რომ მოსახლეობას მიაწოდონ ინფორმაცია მისი ეფექტიანობის შესახებ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად