WHO: კორონავირუსის ახალი შტამები ახალ პანდემიას არ გამოიწვევს

SARS-CoV-2 კორონავირუსის ახალი შტამები ახალ პანდემიას არ გამოიწვევს , – ამის შესახებ გაზეთ El Pais–ის ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონალური ოფისის დირექტორმა ჰანს კლიუგემ განაცხადა.

“ახალი შტამები მკაცრი შეხსენებაა იმისა, რომ COVID19 ჯერ კიდევ გვაინფიცირებს, მაგრამ ეს არ არის ახალი ვირუსი, ეს არის ნებისმიერი პათოგენის ნორმალური ევოლუცია, რომელიც ცდილობს მოერგოს მის მასპინძელს, ადამიანს. ეს არ არის ახალი პანდემია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ, პირველ რიგში იმიტომ, რომ მათ შეიძლება გამოიწვიონ ხელახალი ინფექცია, და მეორეც, რადგან უფრო სწრაფი გავრცელება შეუძლიათ და ამასთან ერთად შესაძლოა გავლენა მოახდინონ ვაქცინების ეფექტურობაზე” , – განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...