WHO: გვაქვს მონაცემები იმისა, რომ შესაძლოა, COVID19 გადატანილი ადამიანები ვირუსის ახალი შტამებით ისევ დაინფიცირდნენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) აქვს მონაცემები იმისა, რომ ადამიანები, რომლებსაც ადრე ჰქონდათ კორონავირუსი, შეიძლება ხელახლა დაინფიცირდნენ ახალი შტამებით. ამის შესახებ ჯანმოს მთავარმა მკვლევარმა სუმია სვამნატანმა განაცხადა.

“ჩვენ ახლა ვიღებთ ინფორმაციას ვირუსის ახალი შტამებით ინფიცირებულ ადამიანებზე. სამხრეთ აფრიკიდან იყო პირველი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადრე ინფიცირებული ადამიანები შეიძლება ახალი შტამით ისევ დაინფიცირდნენ”, – თქვა ექსპერტმა.

მრავალი მეცნიერის აზრით, ორივე ახალი პათოგენი (დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი ახალი ტიპები) უფრო ინფექციური და აგრესიულია. ჯანმოს მონაცემებით, ბრიტანეთისა და სამხრეთ აფრიკის შტამები ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...