WHO: „დელტა“ ვარიანტი შეშფოთებას იწვევს თავისი ინფექციურობით, თუმცა ამ შტამის გამო სიკვდილიანობის ზრდა არ ფიქსირდება

ამის შესახებ გუშინ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა მარია ვან კერხოვმა განაცხადა.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ “დელტა” ვარიანტი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ორგანიზაციისთვის. მისი თქმით, ის უფრო ინფექციურია, ვიდრე “ალფა” ვარიანტი, თუმცა დასძინა, რომ ამ შტამით გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდა არ ფიქსირდება.

კომენტარები
იტვირთება...