Washingtonpost: საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა

დგას თუ არა საქართველო კრემლის მხრიდან პოლიტიკური შთანთქვის პირას?, – ასე იწყებს Washingtonpost-ი სტატიას, რომელშიც საქართველოს შესახებ წერს. აღნიშნულ შეკითხვას, გავლენიანი გამომცემლობა თავადვე პასუხობს – "არა".

"ქართველების გადმოსახედიდან, რუსეთთან ურთიერთობა მართლაც რომ ჩახლართულია და არსებობს აშკარა შანსი იმისა, რომ რუსეთის გავლენაც გაიზარდოს.

საქართველოს ძალიან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია. საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, სავარაუდოდ, ყველაზე სტაბლური და დემკრატიული ქვეყანაა და რეგიონში ბოლო იმედს წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ეკონომიკურ ვარდანასა და პოლიტიკურ სტაგნაციას განიცდიდა. აშშ-მა და ევროპამ, საქართველოში დემოკრატიის დაძვრისა და ეკონომიკური განვითარებისათვის მილიარდები დახარჯა და თბილისიც, შესაბამისად მიჰვებოდა გეგმას.

საქართველოს დასავლეთიასთვის რომ ზურგი ექცია, ეს დიდი დარტყმა იქნებოდა არამარტო ქვეყნის დემოკრატიისათვის, არამედ, ამ სახით, რუსეთს ახლო აღმოსავლეთზე გასავლელი პირდაპირი დერეფანი ექნებოდა ენერგიის ევრაზიული წყაროებისაკენ და რეგიონალური დემოკრატიიზაციისათვის ყველანაირ მომავალს დაკარგავდა.

რუსეთის დომინანტობის ქვეშ, საქართველო ისეთივე სიტუაციაში აღმოჩნდებოდა, როგორშიც 90-იანებში იყო – უკანონო ვაჭრობა, სამოქალაქო ომი და სხვა", – წერს Washingtonpost-ი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...