Washington Post: 5 ქართული ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო

ცნობილი გამოცემა Washington Post თავის მკითხველს 5 ქართულ ღვინოს აცნობს და მის გასინჯვას ურჩევს.

Washington Post-ის რჩეულ ქართულ ღვინოებს შორის მოხვდა ჯაყელების საფერავი, ორგოს საფერავი, თელიანი ველის წინანდალი, ორგოს ქისი, ხოხბის ცრემლების რქაწითელი.
გამოცემა თითოეულ ღვინოს აღწერს, იქვეა მითითებული ამერიკაში სად და რა ფასად შეიძლება ღვინოების შეძენა.

ჯაყელების საფერავი (გაუფილტრავი, წითელი მშრალი – 2012)

ერთი ბოთლის ფასი 38 აშშ დოლარი, ალკოჰოლის შემცველობა 14.5%-ია, ღვინო მდიდარი და ინტენსიურია, მას ძირითადად სადილის წინ მიირთმევენ. ჯაყელების ეს ღვინო მაღალხარისხიანი საფერავის სრულ პოტენციალს აჩვენებს.

ორგოს საფერავი (ქვევრის წითელი ღვინო – 2013)

ღვინოს გოგი დაქიშვილი თავის შვილთან თემურთან პარტნიორობით აწარმოებს. ფერმენტირებულია ქვევრში, აქვს ალუბლისა და თამბაქოს ფოთლების არომატი. ერთი ბოთლი ღვინის ფასი 22 აშშ დოლარი. ალკოჰოლის შემცველობა 13.5%.

თელიანი ველი წინანდალი (2013)

ალკოჰოლის შემცველობა 12.5%. ბოთლი ღვინის ფასი 13 აშშ დოლარი. თანამედროვე სტილის, ფერმენტირებული, სასიამოვნო, უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში ფერმენტირებულ ღვინოს ყვავილებისა და მცენარეების არომატი აქვს. მშვენიერია მსუბუქ საკვებთან ერთად. „თელიანს“ ასევე აქვს გემრიელი ღვინო „ცოლიკაური“ (იქვე მითითებულია, რომ ცოლიკაური ითარგმნება როგორც my wife’s wine, ანუ პირდაპირი თარგმანით ჩემი ცოლის ღვინო), გამორჩეულია ასევე „საფერავი“.

ორგო ქისი (2013)

ქისი იწარმოება ქართული ჯიშის ყურძნისგან ქისი, რომლის საშუალო ასაკი 50 წელია. ალკოჰოლის შემცველობა 12.5%. ღვინის ფასი 23 აშშ დოლარი.

ხოხბის ცრემლები რქაწითელი (2013)

ქვევრში ფერმეტირებული ღვინო ხილის არომატით, კარგია მაგარ საკვებთან ერთად. ალკოჰოლის შემცვლეობა 12.5%. ღვინის ფასი 20 აშშ დოლარი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად