Warcraft-ის ავტორები თამაშის ოლიმპიადაზე გატანას ითხოვენ

ბიბისისთან ინტერვიუში ვორკრაფტის შემქმნელმა რობ პარდომ, განაცხადა, რომ აუცილებელია, ვიდეოთამაშების ოლიმპიადის პროგრამაში ჩასმა.

”ვიდეოთამაშები უკვე იმ დონეზეა, რომ შეგვიძლია მოვიაზროთ, როგორც სპორტის ერთ-ერთი სახეობა. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი გრაფიკით, იმისთვის რომ ვიდეო თამაშები გახდეს საინტერესო და კონკურენტული სპორტი”, –  დარწმუნებულია პოპულარული თამაშის შემქმნელი.

ვორკრაფტის შემქმნელი ასევე აღნიშნავს, რომ ოლიმპიური თამაშის სტატუსის მიღება რთული იქნება.

”თუ განვსაზღვრავთ, რომ სპორტი არის ფიზიკური დატვირთვა, გაგვიჭირდება დავამტკიცოთ, რომ ვიდეოთამაშები, ერთ-ერთი სპორტული სახეობაა, თუმცა როდესაც ვუყურებ ოლიმპიურ თამაშებს, მე ასეთ განმარტებაში, ეჭვი შემაქვს”, – განაცხადა პარდომ.

ბიბისის ინფორმაციით, დღეს, კიბერტურნირებზე მსოფლიო მასშტაბით, ათასობით ადამიანი იყრის თავს. ბოლო ტურნირს სამხრეთ კორეაში ორმოცი ათასი მაყურებელი ესწრებოდა.

2013 წლიდან, კიბერსპორტის დისციპლინა ”ლეგენდების ლიგა” ამერიკის შეერთებულ შტატებში სპორტის ოფიციალური სახეობაა.

შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით ვორკრაფტს, 15 მილიონზე მეტი მომხმარებელი თამაშობს.

კომენტარები
იტვირთება...