Walmart-მა საშობაო სვიტრის კოკაინთან შესაძლო ასოციაციის გამო, ბოდიში მოიხადა

ამერიკულმა კომპანია Walmart, In.- მა, რომელიც მსოფლიოს უმსხვილეს საცალო ქსელს მართავს, ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ მის ონლაინ მაღაზიაში საშობაო სვიტერი გაიყიდა, რომელიც შესაძლოა ნარკოტიკთან ყოფილიყო ასოცირებული,-ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

სვიტერზე დაბეჭდილი იყო სანტა კლაუსის სურათი, რომელიც მაგიდაზე იჯდა. მას თეთრი ფერის ბურთულები და თეთრი ფხვნილი ედო, რომელიც შესაძლოა აღქმულიყო, როგორც კოკაინი. სურათს თან ახლდა წარწერა – Let it snow.

Walmart– ის კანადის ინტერნეტ მაღაზიის ვებგვერდზე პროდუქტის აღწერილობაში ასევე ნათქვამია:

”ყველამ ვიცით, რა არის თოვლი. ის თეთრია, ფხვნილის მსგავსი და საუკეთესო თოვლი სამხრეთ ამერიკაში მოდის”.

”სწორედ ამიტომ, სანტას სიამოვნნებს, როდესაც ის მაღალი ხარისხის, A კლასის თოვლს კოლუმბიიდან იღებს”, – ნათქვამია პროდუქტის აღწერილობაში.

ამგვარი გამოსახულების მქონე სვიტერი სოციალური ქსელების მომხმარებლებმა გააკრიტიკეს.

კვირას, 8 დეკემბერს, Walmart-მა ეს პროდუქტი კანადაში მდებარე ონლაინ მაღაზიებში გაყიდვიდან ამოიღო.

”ეს სვიტერები, რომლებიც Walmart.ca- ს მიერ მესამე პირის მიერ გაიყიდა, ჩვენს ღირებულებებს არ ასახავს და მათი ადგილი ჩვენს ვებგვერდზე არ არის”, – განაცხადეს სადისტრიბუციო ქსელის წარმომადგენლებმა. კომპანიამ მომხდარზე დამატებითი კომენტარის გაკეთება არ თქვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად