ვულკანის აქტიურობის გამო იტალიის კუნძულიდან მოსახლეობის მესამედი გაიყვანეს

ჩრდილოეთ სიცილიაში მდებარე კუნძულ ვულკანოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვულკანური აქტივობის მატებასთან დაკავშირებით, დაახლოებით 150 ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნულ ინსტიტუტში (INGV) მძიმე აირების რაოდენობის მატება დაადასტურეს, რომელიც ჰაერში ჟანგბადის დონეს ამცირებს და სუნთქვას ართულებს, რასაც, შესაძლოა, ფატალური შედეგები მოჰყვეს.

“მიღებული მონაცემები აირების რაოდენობის ზრდაზე მიუთითებს, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რადგან ეს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის“, – განაცხადა კუნძულის ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, მარკო ჯორჯიანიმ.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ „წითელი ზონა“ შექმნა, სადაც აირების მაღალი კონცენტრაცია ფიქსირდება და მოსახლეობას 23:00-დან 6:00 საათამდე გადაადგილება შეუზღუდა. შემდეგი თვის განმავლობაში კუნძულზე შესვლა ტურისტებსაც აეკრძალება.

კომენტარები
იტვირთება...