ვუჰანი ორთვიანი კარანტინის შემდეგ (ფოტორეპორტაჟი)

ქალაქში, სადაც Covid-19 ტიპის ახალი კორონავირუსის აფეთქება მოხდა, 8 აპრილს გაიხსნა სატრანსპორტო მიმოსვლა, რომელიც 76 დღის განმავლობაში გაჩერებული იყო.

აგრეთვე განახლდა მიმოსვლა ვუჰანის უმსხვილეს, ჩქაროსნულ სარკინიგზო მაგისტრალებზე. აგრეტვე გაიხსნა სარკინიგზო სადგურები და აეროპორტები. მოქალაქეებს იქ უსინჯავენ სიცხეს და უმოწმებენ მათ QR-კოდებს. შეზღუდვების მოხსნიდან მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში, ქალაქი 60 000-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა. მარტის ბოლოს, ქალაქში აგრეთვე განახლდა საწარმო და სამშენებლო სამუშაოები.ქალაქში აგრეთვე განაახლეს მუშაობა კვების ობიექტებმა, სავაჭრო ცენტრებმა და კინოთეატრებმა. მიუხედავად კარანტინის მოხსნისა, ქალაქის მოქალაქეები კვლავ ატარებენ პირბადეებსა და სხვა დამცავ აღჭურვილობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად