VTB: ვითიბი ბანკისა და პორშეს ერთობლივი შეთავაზება

ვითიბი ბანკი, პორშეს მარკის ნებისმიერი მოდელის, ავტო სესხით შეძენის მსურველებს სთავაზობს სპეციალურ ფასს და საჩუქრად გადასცემს საგზურს სტამბოლში პორშეს დაუვიწყარ ავტო-შოუზე – Porsche on Track. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას ვითიბი ბანკი ავრცელებს.

საგზური მოიცავს:

  • ორმხრივ ავიაბილეთს – თბილისი – სტამბოლი – თბილისი;
  • განთავსებას 2 ღამით 5* სასტუმროში – Radisson Blu Tuzla;
  • საუზმესა და ვახშამს;
  • პორშეს შოუზე დასასწრებ ბილეთს;
  • ტრანსფერს აეროპორტიდან (ჩამოსვლისას და გამგზავრებისას);

აქციის პირობების თანახმად, ავტომობილის შესაძენად საჭიროა თანამონაწილეობა 20%-ის ოდენობით, სესხის მაქსიმალირი ვადაა 60 თვე.

ვითიბი ბანკისა და პორშეს ერთობლივი შეთავაზება მოქმედებს თებერვლის ბოლომდე.

ვითიბი ბანკი, ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000-ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...