“ვოვა, დაიბრუნე შენი “ნამესტნიკი”, გახარია წადი”- ქუთაისში ანტისაოკუპაციო აქცია განახლდა

“ვოვა, დაიბრუნე შენი “ნამესტნიკი”, გახარია წადი”- ქუთაისში ანტისაოკუპაციო აქცია განახლდა.

აქციის მონაწილეები 20 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გმობენ და გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

“თეთრ ხიდზე” პერფორმანსი მოაწყვეს და გიორგი გახარიას და ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით ბანერი გადაფინეს.

“ბანერი გამოვფინეთ ერთი მოთხოვნით, თანამდებობა დატოვოს გიორგი გახარიამ, როგორც მთავარმა დამნაშავემ ამ პროცესებში. არ გავჩერდებით, ვიდრე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება”-განაცხადა გიორგი გველესიანმა.

აქციის მონაწილეებმა “თეთრ ხიდზე” ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და სიმბოლურად თვალზე ხელი აიფარეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად