ვოლსკი: ზვიად კუპრავა არის უშიშარი, ქვა და რკინა და ვერანაირი ცემა ვერ გააჩერებს, თუ რამე აქვს, გამოაქვეყნოს

“ზვიად კუპრავა არის უშიშარი, ქვა და რკინა და ვერანაირი ცემა ვერ გააჩერებს, თუ რამე აქვს, გამოაქვეყნოს, მაგრამ მუშაობის რომელი ინტელექტუალური რესურსი გააჩნია, რომ რამეზე იმუშაოს? თუ ვინმეს გამოუსადეგარი ზვიად კუპრავას გალახვა აწყობდა, ეს ის პარტიაა, რომელსაც ხმამაღლა მოყვირალი ქალბატონი წარმოადგენს”.

ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ  ჟურნალისტების დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც “ევროპული საქართველოს” წევრის ირმა ნადირაშილის დღევანდელ ბრიფინგს უკავშირდება. 

გია ვოლის განცხადებით,  „ქართულ ოცნებას“ აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკა აქვს იმ პოლიტიკისგან, რომელიც ირმა ნადირაშვილის პარტიას ჰქონდა.

„დღეს დილით ადამიანი გამოვიდა, რომელმაც დიდი ალბათობით, პარლამენტში აქტიური ქიმიური ნივთიერება მოასხა, ბევრი ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა და კატეგორიულად ითხოვს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია დავიცვათ და ხელს ნუ დავადებთ მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოზე ჩანს, ამ შემთხვევაში თუ ვინ არის სკუნსი, უფრო სწორად, ორი სკუნსი. დღეს ის უაპელაციოდ გამოდის და აცხადებს, რომ ზვიად კუპრავას, რომელმაც ფაქტიურად, თავისი მარგი კოეფიციენტი ამოწურა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, იგივე „ევროპული საქართველოსთვის“, თურმე, ვიღაც თავს დაესხა, მითუმეტეს, „ქართული ოცნება“, ხელისუფლებაში მყოფი ძალა, რომელსაც აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკა აქვს იმ პოლიტიკისგან, რომელიც ირმა ნადირაშვილის პარტიას ჰქონდა და ხელისუფლებას ამ ყველაფერს უაპელაციოდ აბრალებს. პირიქით, ვფიქრობ. თუ ვინმეს ასეთი განცხადებების გაკეთება და მით უმეტეს, გამოუსადეგარი ზვიად კუპრავას გალახვა აწყობდა, ეს ის პარტიაა, რომელსაც წარმოადგენს ხმამაღლა მოყვირალი ქალბატონი. ზვიად კუპრავა გამოუსადეგარია, რადგან მიტინგი აღარ არის, დღის წესრიგში სარალიძის საკითხი აღარ დგას, „კა“ და კუპრავა აღარავის აღარ ახსოვს. იფიქრეს, მოდით გავლახოთ და „ქართულ ოცნებას“ დავაბრალოთო. თუ რამე ჰქონდა, ახლა უფრო არ გამოაქვეყნებს? შეეშინდა, თუ რა? ზვიად კუპრავა არის უშიშარი, ქვა და რკინა და ვერანაირი ცემა და გალახვა მას ვერ გააჩერებს, თუ რამე აქვს, კეთილი ინებოს და გამოაქვეყნოს, რაზე მუშაობდა, მუშაობის რომელი ინტელექტუალური რესურსი გააჩნია, რომ საერთოდ რამეზე იმუშაოს? გამოდის, ამ ყველაფერს ხელისუფლებას აბრალებს და იმედი აქვს, რომ შეიძლება, ვინმემ დასავლეთ პარტნიორ ქვეყნებში ყურადღება მიაქციოს და როგორც „მთავარი არხის“ ხელმძღვანელზე თავდასხმა, მონათლოს „ქართული ოცნების“ აქტივობად. ამის იმედი აქვთ და ამიტომ არიან ხეპრეები”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისათვის: “ევროული საქართველოს: წევრი ირმა ნადირაშვილი ზვიად კუპარავაზე განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  ხელისუფლება მისთვის მიუღებელ ადამიანებს ერთი მხრივ, „ტიტუშკებით“, ხოლო მეორე მხრივ, პოლიტიკური დევნით ებრძვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად