ვოლსკი: ზარდიაშვილის პარლამენტიდან წასვლის საკითხზე კონსულტაციები არ ყოფილა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის პარლამენტიდან შესაძლო წასვლის შესახებ კონსულტაციები არ გამართულა.

“ჩემთან ამ თემაზე კონსულტაციები არ ყოფილა. ჩვენ ამ თემაზე საუბარი არ გვქონია, თუმცა, როგორც ყოველთვის, გარკვეული ინფორმაცია არსებობს, მაგრამ გავუფრთხილდეთ ადამიანს, მის დამოკიდებულებას საკითხების მიმართ. კორექტულობისკენ, ნაჩქარევი განცხადების გაკეთებისგან თავშეკავებისკენ მოვუწოდებ ყველას”-განაცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, “tvპირველის” გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, პარლამენტის დეპუტატის მანდატი უახლოეს პერიოდში უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა დატოვოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად