ვოლსკი: ვერცერთი ექსპერტი იტყვის, რომ სააკაშვილს პერსპექტივა აქვს, ან მხარს უჭერს რომელიმე ქვეყანა

ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ლიეჟში.

“ვერცერთი მაღალი დონის ექსპერტი იტყვის, რომ სააკაშვილს რამენაირი პერსპექტივა აქვს, ან მხარს უჭერს რომელიმე ქვეყანა. საზოგადოებაში რა დამოკიდებულებაც არის, გამოჩნდა დარბაზში. რაც დარბაზის გარშემო ხდებოდა, ეს ცუდია, რადგან ყოველთვის ჩვენი ემიგრაცია, პოლიტიკური დაპირისპირების ფორმატის მიუხედავად, ცხოვრობდა მხარდამხარ, ერთმანეთის პრობლემების გაზიარებით. სააკაშვილი აქ გამოჩნდა თავისი დესტრუქციული ქცევით და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რას წარმოადგენს პიროვნულად”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...