ვოლსკი: ვერ დაადანაშაულებ სააკაშვილს, რომ საზღვარი დაადგინა, მაგრამ მიანიშნა ტერიტორიაზე, რომლის ფლობაც ოკუპანტს შეუძლია

ვერ დაადანაშაულებ სააკაშვილს, რომ ეს საზღვარი მან დაადგინა და განსაზღვრა, მაგრამ რეალობაში მიუჩინა, მიანიშნა იმ ტერიტორიაზე, რომლის ფლობაც ოკუპანტს შეუძლია,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლკსიმ ჟურნალისტებთან ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

გიორგი ვოლსკის თქმით, ე.წ საზღვარი წინა ხელისუფლების პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით არის განსაზღვრული და ოკუპანტები აღნიშნულით ხელმძღვანელობენ.

” ეს არის თემა, რომელზეც შეიძლება ვედაოთ საქართველოს ხელისუფლებას. ეს არის თემა, რომელიც მთელი მსოფლიოს დღის წესრიგშია.

რასთან მიმართებაში გადმოსწიეს, სადმე იცოდით, არსებობს საზღვარი სადმე? საზღვარი არის განსაზღვრული 2007 წლის სააკაშვილის ბრძანებულებით, რომელიც იმეორებს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საბჭოთა პერიოდის ადმინისტრაციულ საზღვარს.

ჯიპიარესებით დარბიან ახლა და ამ საზღვარს მიყვებიან. რასაკვირველია, ვერ დაადანაშაულებ სააკაშვილს, რომ ეს საზღვარი მან დაადგინა და განსაზღვრა, მაგრამ რეალობაში მიუჩინა, მიანიშნა იმ ტერიტორიაზე, რომლის ფლობაც ოკუპანტს შეუძლია”,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად