ვოლსკი ვასაძის ინიციატივაზე: ახალი მედიარეგულაციები, ამ თემაზე არ მიმაჩნია, რომ სწორი ნაბიჯია

“თუკი კონკრეტული შემთხვევა, კონკრეტულ ბიზნესმენს ან კონკრეტულ ადამიანს, მის ავტორიტეტს აზიანებს, რა თქმა უნდა, ეს არის სამართლებრივი საკითხი, და ამისათვის შეიძლება კონკრეტული პასუხისგება მოეთხოვოს, მაგრამ იმისათვის, რომ შემოვიტანოთ ახალი რეგულაციები, ამ თემაზე არ მიმაჩნია, რომ სწორი ნაბიჯია”. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას ბიზნესმენ ლევან ვასაძის ახალი ინიციატივის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე “ქართული ოცნების: თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს და მთავრობას, მედიარეგულირების ინიციატივით მიმართავს.
„ნებისმიერ შემთხვევაში ყველამ უნდა იცოდეს, საზოგადოებამ , ცილისწამებისთვის, მედია იქნება თუ კონკრეტული პირი, შეიძლება პასუხი მოეთხოვოს სასამართლოს მიერ. ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს სამართლებრივი მექანიზმები, ძალიან ძნელია დადო ზღვარი ცილისწამებას და სიტყვის თავისუფლებას შორის , როცა ეს თემა ეხება მედიას. მაგრამ, თუკი კონკრეტული შემთხვევა, კონკრეტულ ბიზნესმენს ან კონკრეტულ ადამიანს, მის ავტორიტეტს აზიანებს, რა თქმა უნდა, ეს არის სამართლებრივი საკითხი, და ამისათვის შეიძლება კონკრეტული პასუხისგება მოეთხოვოს, მაგრამ იმისათვის, რომ შემოვიტანოთ ახალი რეგულაციები, ამ თემაზე არ მიმაჩნია, რომ სწორი ნაბიჯია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისათვის: ბიზნესმენი ლევან ვასაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს და მთავრობას, მედიარეგულირების ინიციატივით მიმართავს. როგორც ლევან ვასაძე მის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, სასწრაფოდ უნდა შეიქმნას მკაცრი რეგულირების მექანიზმები, რომლითაც მედიასაშუალებები და კონკრეტული ჟურნალისტები ცილისწამებისთვის და შეურაცხყოფისთვის უმკაცრესად დაისჯებიან.
„მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს და ჩვენს მთავრობას. უნდა შეიქმნას სასწრაფოდ რეგულატორი, რომელიც ცილისწამებისთვის, შეურაცხყოფისთვის, მათ შორის რელიგიური და ტრადიციული გრძნობების შეურაცხყოფისთვის უსასტიკესად დასჯის მედიასაშუალებებს და პერსონალურად იმ ჟურნალისტებს, ვინც ამას იკადრებენ. ვერანაირ ეკონომიკას და სტაბილურობას, ასეთი ფარღალალო, უპატრონო მედიაპოლიტიკის პირობებში ვერ შექმნით. აქედან წამოგითაქებენ და ლამის გადმოგიყირავებენ სახელმწიფოს ერთი ჩვეულებრივი მედია პროვოკაციის მეშვეობით და გაზარალებენ კიდევ სამ მილიარდს“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.
მისივე თქმით, მკაცრი მედიარეგულატორი უნდა დაკომპლექტდეს პრინციპული, ეროვნული, უმწიკლო ხალხით, რომელიც ქრთამს არ აიღებს და გააკონტროლებს ქართული ტელესივრცის მუშაობას.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...