ვოლსკი: უკრაინული მხარე ორმხრივ ურთიერთობებში დადგენილ წესებს არღვევს

“უკრაინული მხარე ორმხრივ ურთიერთობებში დადგენილ წესებს არღვევს, თუმცა საქართველო-უკრაინის თანამშრომლობის ფორმატში ე.წ. ხიდების დაწვა კონტრპროდუქტიული იქნებოდა”.

ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი განცხადებით, საერთაშორისო პოლიტიკაში, მითუმეტეს იმ ფორმატში, რომელშიც უკრაინა და საქართველო თანამშრომლობენ, ორმხრივი ურთიერთობების გარდა, არსებობს მრავალმხრივი ურთიერთობები სამხედრო და ეკონომიკურ საკითხებზე, ამიტომ ხიდების დაწვა და სწრაფად წერტილების დასმა კონტრპროდუქტიული იქნებოდა.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება და ვფიქრობ, რომ ჩვენ კონსულტაციებზე უნდა დავსახოთ ის მიმართულება, რომელიც ორმხრივ ურთიერთობას ამ ჩრდილს მოაცილებს. საბოლოო გადაწყვეტილებების და ვერდიქტების გამოტანა ჯერჯერობით არაა საჭირო, მაგრამ ორმხრივ ურთიერთობებში არსებობს დადგენილი წესები, რომელსაც უკრაინული მხარე აშკარად არღვევს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ: 7 მაისს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა.

აღნიშნული გადაწყვეტილების ფონზე, საქართველოს ხელსიუფლებამ  საქართველოს ელჩი უკრაინაში, თეიმურაზ შარაშენიძე კონსულტაციებისთვის გაიწვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად