ვოლსკი: თურმე, ჩოხაში ჩაცმული ბიჭების სექსის გადაღების არმოწონების გამო შეკრულები ვართ იმ ხალხთან, ვინც ქვებს ისვრის

“თურმე, „წინწყაროს“ მელოდიაზე ჩოხაში ჩაცმული ბიჭების სექსის გადაღების არმოწონების გამო შეკრულები ვართ იმ ხალხთან, ვინც ქვებს ისვრის, ან ჯვარს იყენებს თავში ჩასარტყმელ იარაღად”. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ ყველამ იცის, ეს ასე არაა, ხშირი გამეორებით, შეიძლება ადამიანებმა დაიჯერონ.

“მიგვიხვდნენ, რომ თურმე, ჩვენ არ მოგვწონს ის, რომ პატრიარქს აგინებენ და ეს იმისთვის გვინდა, რომ რაღაცა სხვა საკითხი გადავფაროთ. ყველამ იცის, რომ ეს ასე არ არის. მაგრამ ხშირად თუ გაიმეორებ შეიძლება შეიქმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომ ადამიანები, რომლებიც გადასულები არიან ყოველგვარ ზღვარს, დღეს სიმართლის რაღაც მიმართულებაზე დგანან. ყოველ შემთხვევაში, იმ ხალხის გასაგონად მაინც, ვინც საქმის კურსში არაა და ემოციურად არ არის დაკავშირებული იმ პერიოდთან, როცა ესენი ყავარჯნებიანი კაცის სიმბოლოთი იყვნენ წარმოდგენილები ქართულ პოლიტიკაში,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან ასეთი გამწარებული და გააფთრებული შეტევა დაძაბული ატმოსფეროს შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

„ვინმემ მართლა არ დაიჯეროს, რომ უსინათლო და უწყლო სოფლები ახლა შევქმენით და ახლა აღმოცენდა სიცარიელიდან. ეს ხომ დაგვხვდა?! დანგრეული გზები, სოფლები დენის გარეშე, გაზზე აღარაა საუბარი, ხომ დაგვხვდა?! ამიტომ ნუ ავყვებით მათ და ვიმუშაოთ,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად