ვოლსკი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე: გამოძიების შეწყვეტა უფრო მეტ კითხვას გააჩენს

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს დასმული შეკიტხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც ეხება პროკურატურის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შესაძლო შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, გამოძიების შეწყვეტას სერიოზული დასაბუთება სჭირდება.

„მეც ასე მგონია, რომ გამოძიების შეწყვეტა უფრო მეტ კითხვას გააჩენს. შეწყვეტა ერთია, მაგრამ ასეთი უთქმელი შეწყვეტა არ იქნება სწორი. საერთოდ გამოძიების შეწყვეტას სერიოზული დასაბუთება სჭირდება იმიტომ, რომ დახურულ სხდომაზე რა მასალაც უშიშროებამ ყველა ფრაქციას წარმოგვიდგინა, საკმაოდ სერიოზულ საფუძველს იძლევა იმისათვის, რომ დასკვნები გააკეთოს არამხოლოდ პოლიტიკურმა ჯგუფებმა, არამედ საზოგადოებამ. როგორ აისახება ეს სამართლებრივ ნაწილზე – შეწყდება გამოძიება, გაგრძელდება თუ სასამართლოში გადაინაცვლებს, ამაზე მე დღეს კომპეტენტური არ ვარ, რომ პასუხი გაგცეთ,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის: დღეს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება, შესაძლოა, შეწყდეს იმ მოტივით, რომ პროკურატურამ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტება ვერ დაადგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად