ვოლსკი შეწყალების აქტზე: ყველაფერს სამართლებრივი პასუხი გაეცემა

“გული მწყდება იმ შეცდომაზე, რომელიც პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტით დაუშვა, თუმცა ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, ჩვენი ნება ასეთია.”

ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და განმარტა, რომ  ყველაფერს სამართლებრივი პასუხი გაეცემა.

„კორუფციის შესაძლო ნიშნებზე ოპოზიცია არ საუბრობს, ამაზე მთავარი პროკურატურა საუბრობს. ამ საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს. პროკურატურის დისკრეციაა, ისაუბროს იყო თუ არა კორუფცია და არა პოლიტიკოსების, რომლებიც თავის პოლიტიკურ ინტერესებს დასდევენ. ოპოზიცია ისაუბრებს კორუფციასა და გადაცდომებზე, ეს მათი ჩვეულებრივი ტექსტია, მათგან სხვას არც მოველით. ამ სფეროში საერთოდ განუკითხაობა იყო, ვის იწყალებდნენ, რატომ და დამნაშავეებსა და უდანაშაულო ადამიანებს როგორ ეპყრობოდნენ, ყველას ახსოვს. დღეს ეს ადამიანები აქტიურობენ. ამ ყველაფერს სამართლებრივი პასუხი გაეცემა”, – განაცხადა  გია ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად