ვოლსკი: სამთავრობო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, კი ბატონო, დაველოდოთ გაზაფხულს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, გაზაფხულზე არანაირი სამთავრობო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

ამის შესახებ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების თემაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. 

“მე ვამბობ, არავითარი ცვლილებები არაა მოსალოდნელი, ქვეყანაში სტაბილურობაა და მთავრობა მუშაობს გამართულად. იმდენჯერ დაისვა შეკითხვა გაზაფხულზე არის ცვლილებები მოსალოდნელიო, პასუხი გაეცა სავსებით ლოგიკური. თუ მაინცდამაინც ამ შეკითხვას ვიმეორებთ ხშირად, კი ბატონო, მაშინ დაველოდოთ გაზაფხულს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ: “დაელოდეთ გაზაფხულს”, – ასე უპასუხა 23 თებერვალს გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც სამთავრობო ცვლილებების ალბათობას ეხებოდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტს დატოვებს და მის ერთ-ერთ სავარაუდო შემცვლელად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი სახელდება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად