ვოლსკი: საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვების გადადებას არ ვაპირებთ

ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

“ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ივნისში ამ საკითხს დავუბრუნდებით, ივლისის პირველ ნახევარში დავამთავრებთ ამაზე მსჯელობას და ოქტომბერში არჩევნები ჩატარდება”

განაცხადა გია ვოლსკიმ  და აღნიშნა, რომ  ამ საკითხზე უმრავლესობას და ოპოზიციას საერთო პოზიცია ექნებათ, თუკი რაიმე განუსაზღვრელი და ნეგატიური განვითარება არ ჰპოვა იმ პრობლემებმა, რაც დღეს მსოფლიოს წინაშეა.

„არავითარ გადადებას არ ვაპირებთ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ივნისში ამ საკითხს დავუბრუნდებით, ივლისის პირველ ნახევარში დავამთავრებთ ამაზე მსჯელობას და ოქტომბერში არჩევნები ჩატარდება. ეს ჩვენი იმედები, ჩვენი პოლიტიკური განწყობა უცვლელია. ამას ვერც ვერაფერი ვერ შეცვლის და რასაკვირველია, ლოგიკა გვკარნახობს, რომ ჩვენც და ოპოზიციასაც საერთო პოზიცია გვექნება, იმ შემთხვევაში თუკი რაიმე განუსაზღვრელი და რაიმე ნეგატიური განვითარება არ ჰპოვა იმ პრობლემებმა, რაც დღეს მსოფლიოს ახასიათებს“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად