ვოლსკი სააკაშვილზე: კასანდრა მაშინ უნდა ყოფილიყო, როცა ჩვენი სახელმწიფო საშიშროების წინაშე იდგა

“ქართველ სამხედროებს არ ემუქრებათ არანაირი სამართლებრივი დევნა, რადგან ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთი შემოიჭრა და თუ პოლიტიკურ განცხადებას ვაკეთებთ, ამის დასაბუთება გაგვაჩნია, რომ შემოჭრას ხელი სააკაშვილმა შეუწყო”. ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი აქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ჟურნალისტებთან საუბრისას და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი “დურაკია, კასანდრაა”.

„კასანდრა მაშინ უნდა ყოფილიყო, როცა ჩვენი სახელმწიფო საშიშროების წინაშე იდგა. ამბობს, კასანდრა არ ვარ, მაგრამ მომავალს ხედავს. მომავლის ისეთი ხედვა სააკაშვილს რომ აქვს, იმ პერიოდში რომ ჰქონდა, როცა რუსეთს ხელს უწყობდა თავისი ინტერესები გაეტარებინა სამხრეთ კავკასიაში, უკეთესი იქნებოდა. ან კასანდრაა და რუსეთს განგებ შეუწყო ხელი, ან ცრუპენტელაა. მის საქართველოში ჩამოსვლაზე კი, გვირაბის გათხრა მახსენდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

​შეგახსენებთ: საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პუტინს სურს, ახალ წელს უკრაინაში მიიღოს დონბასის სპეციალური სტატუსი, მოლდოვაში პრორუსული მთავრობა მოიყვანოს, ხოლო საქართველოში მიიღოს ნეიტრალური სტატუსი, რათა კიდევ დაასუსტოს საქართველო.

„სულ არ მინდა რომ ვიყო კასანდრა, მაგრამ ყველაფერი, რაც ვიწინასწარმეტყველე ახდა, ვთქვი, რომ დაგვესმხმებოდნენ თავს, ვთქვი, რომ ყირიმის ანექსია მოხდებოდა“,- განაცხადა სააკაშვილმა.

„მე მყავს ჩემი წყაროები და სისხლის სამართლის სპეციალისტი ვარ. ინფორმაციას ვერ გავხსნი და წყაროებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ჰააგაში საქართველო ქართველი სამხედროების წინააღმდეგ წარადგენს მტკიცებულებებს“,-განაცხადა სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად