ვოლსკი: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მთავარი დებატები დღეს იქნება

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“რა საკვირველია სარეიტინგო არ ჩავატარეთ არ დავუჭირეთ მხარი ამას ვინაიდან ჯერ განხილვები არის წინ, არის მოსმენა, ირაკლი კობახიძემ დაიტოვა ის პოზიტივები რაც გააჩნია პროპორციულ არჩევნებს, გუშინ ილაპარაკა რაღაც საფრთხეებთან დაკავშირებით, დღეს იქნება მთავარი დებატები, თუ საჭირო გახდა ამასთან დაკავშირებით რაიმე წინასწარი ანალიზი შეთანხმება და კიდევ ერთხელ გავლა ჩვენ კოლეგებთან ერთად რა საკვირველია ამის საშუალება გვექნება.

როგორც ვითარება უჩვენებს საწინააღმდეგო პოზიცია არ გააჩნია იმ რაოდენობას რა რაოდენობითაც არის ოპოზიცია წარმოდგენილი, ჩემთვის როგორც უმრავლესობის ლიდერისათვის ძალიან რთული იქნება იმის განცდა რო ჩვენი კოლეგები ვინც მხარს არ დაუჭერს რაღაცა ფორმით არ მივა, კენჭისყრის დროს უნდა ჩანაცვლდეს. ამ კენჭისყრაზე ოპოზიციის მხრიდან მე შევეცდები რომ ეს არ დაუშვათ.

ჩვენ ბიძინა ივანიშვილს ვთხოვეთ და დღეს ჩვენთან ერთად იყო, მე ყველაფრისთვის მზად ვარ თუმცა, კატეგორიულად ვიქნები წინააღმდეგი რომ გარკვეულმა საპირისპირო აზრმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით გავლენა იქონიოს გუნდის ერთობაზე, იმიტომ რომ ეს გუნდი კიდევ დაგვჭირდება და მე ვფიქრობ საკმაოდ ეფექტურადაც ვიმუშავებთ. ძალიან მივეჩვიეთ ლაპარაკს რომ ბიძინა ივანიშვილი გარანტიას იძლევა, ეს ნარატივი თითქოს ეს ადამიანი ერთპიროვნულად წყვეტს, ის გუნდს უსმენს და არის იმის მომხრე რაც 92 პროცენტმა დაადასტურა” – ამბობს ვოლსკი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად