ვოლსკი პრეზიდენტზე: თუ გამოძიება დაიბარებს, უნდა მივიდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ თუ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მსჯავრდებულთა შეწყალების აქტის თაობაზე გამოძიება გამოკითხვაზე დაიბარებს, ის პროკურატურაში აუცილებლად უნდა გამოცხადდეს.

როგორც გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, კომპეტენტური უწყება ამბობს, რომ პრეზიდენტის გამოკითხვის აუცილებლობა ჯერ არ არსებობს.

„რა რესურსი გვაქვს, რომ ამის საწინააღმდეგო განცხადებები გავაკეთოთ, მასალას იცნობთ, გამოძიება გაქვთ ჩატარებული, თუ რაშია საქმე? თუ გამოძიება დაიბარებს, უნდა მოვიდეს. პრემიერ-მინისტრი მივიდა და ნებისმიერი ჩვენგანი უნდა მივიდეს და ჩვენება მისცეს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად