ვოლსკი: პრეზიდენტის მიერ მომზადებული შეწყალების ახალი წესი საერთაშორისო დონის სტანდარტს შეესაბამება

” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მომზადებული შეწყალების ახალი წესი საერთაშორისო დონის სტანდარტს შეესაბამება”.

ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ პარლამენტის მხრიდან პრეზიდენტის მიმართ გაცემული ძირითადი რეკომენდაცია ის იყო, რომ გადაწყვეტილება საზოგადოებაში დადებითად უნდა იყოს მიღებული, რადგან საზოგადოება არის ტოლერანტული, შემწყალებელი.

„გამაღიზიანებელი გადაცდომა დამაზიანებელი იქნება საზოგადოებაში საერთო კონსესუსის თვალსაზრისით. სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული და სტანდარტი საერთაშორისო დონისაა. პრეზიდენტი ისეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რომელსაც არ ექნება გავლილი წინასწარი კონსულტაციები, მათ შორის იმ უწყებებთან, რომელთაც კომპეტენტური აზრი აქვთ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ: მსჯავრდებულთა შეწყალების ახალი წესი ძალაში უკვე შევიდა, რომლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა მსჯავრდებულთა შეწყალებისას რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება უნდა გაითვალისწინოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად