ვოლსკი: ოქრუაშვილს არ ამართლებს, რომ უკანონო გზებით ფული მოიპოვა და ხალვაშს რ2-ის შესაძენად გადასცა

უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რომ ადვოკატს სრული რესურსი ჰქონდეს ირაკლი ოქრუაშვილის დასაცავად. ამის შესახებ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც პარტია “გამარჯვებული საქარველოს” წევრების ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ შეფასებებს უკავშირდება.

„რასაკვირველია, ვერ შეძლებენ ვერც კადრების გაქრობას, ვერც შეტევის და შტურმის, სადაც ის მონაწილეობდა არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ შესაბამის განცხადებებსაც აკეთებდა. ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები რა განცხადებებს აკეთებენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

ერთადერთი საკითხია დასადგენი, არის თუ არა ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა ნამდვილი. თუ ნამდვილია, ოქრუაშვილს არ ამართლებს ის, რომ უკანონო გზებით ფული მოიპოვა და მას „რუსთავი 2“-ის შესაძენად გადასცა.

თუ ეს ხელმოწერა ნამდვილი არ არის, ოქრუაშვილი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაშია, რადგან თაღლითობის სხვა მეთოდია. ოქრუაშვილი იმ დონის პოლიტიკურ ოლიმპზე მყოფი ადამიანის ფიგურას არ წარმოადგენს, რომელსაც შეიძლება, რაღაც პოლიტიკური მიზნისთვის ხელისუფლება ედავოს. ფაქტი სახეზეა და ამის უარყოფა მხოლოდ სასამართლოს შეუძლია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...