ვოლსკი: ოპოზიციის საარჩევნო ცვლილებები რომ მივიღოთ, შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლომ მეორე დღეს გააუქმოს და უფრო მძიმე კრიზისში ჩავვარდეთ

“აბსურდი რომ დავუშვათ და ოპოზიციის მიერ მომზადებული საარჩევნო ცვლილებები მივიღოთ, შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლომ მეორე დღეს გააუქმოს და უფრო მძიმე კრიზისში ჩავვარდეთ, ვიდრე დღეს ვიმყოფებით.”

ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ ასეთ საკითხებში “ოდირის” ჩართვის მცდელობა დროის გაწელვის, დეზინფორმაციის მიწოდებისა და საზოგადოებაში უარყოფითი მუხტის შენარჩუნების მცდელობაა.

„ვენეციის კომისიამაც აღნიშნა, რომ ეს არ არის მისი კომპეტენცია, როდესაც არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო. ოპოზიციის მხრიდან ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ საზოგადოება, რომელთა შორისაც დაძაბულობის გარკვეულ მუხტს ინარჩუნებენ, არ დაიშალოს. ეს აბსურდი რომც დავუშვათ და ეს კანონპროექტი მივიღოთ, შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლომ მეორე დღეს გააუქმოს და უფრო მძიმე კრიზისში ჩავვარდეთ, ვიდრე დღეს ვიმყოფებით. ქვეყანა არ უნდა ჩააყენო ანტიკონსტიტუციურ სიტუაციაში. ამას სერიოზულად ცუდი პროცესები მოჰყვება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსებნებთ: ოპოზიცია ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით მათ მიერ შემუშავებულ კანონპროექტს საერთაშორისო ორგანიზაციებს უგზავნის. ოპოზიციის განცხადებით, პროექტი დღესვე გაიგზავნება სახალხო დამცველთან, რომელმაც თავის მხრივ,  ეუთო-ს უნდა გადაუგზავნოს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეუთო-ს მხრიდან მიღებულ ყველა შენიშვნას გაითვალისწინებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად