ვოლსკი: ოპოზიციის პერფორმანსი “შემაძრწუნებელი” იყო

ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დასაწყისში, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის მოსმენა იმართება, ოპოზიციის მიერ მოწყობილი ხმაურიანი პერფორმანსის შეფასებისას განუცხადა.

გია ვოლსკის თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ბევრი ადამიანი გააუბედურეს და დღეს ისე იქცევიან, თითქოს დემოკრატიის მაძებრები არიან.

„ძალიან შემაძრწუნებელი იყო, რასაც ვუყურე. ადამიანები არიან იმ პოლიტიკურ ძალაში, თვითონ არ ჩაუდენიათ, მაგრამ სისხლი დაღვარეს, ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი გააუბედურეს და დღეს ისე იქცევიან, გეგონება დემოკრატიის ერთადერთი მაძებრები არიან, თანაც ევროპის ეგიდით. ეს არის სირცხვილი”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს უსმენენ, ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით შევიდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად