ვოლსკი: ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის თემა არაერთ მოხსენებაში მოხვდა, რაც დისკომფორტს უქმნის საოკუპაციო რეჟიმს

“ოკუპაციის ხაზს ავლებენ იქ, სადაც 2007 წლის 10 მაისს მიხეილ სააკაშვილმა დაადგინა.”

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკიმ ახალგორში შექმნილ ვითარების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის თემა არაერთ მოხსენებაში მოხვდა და საკმაოდ მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნის საოკუპაციო რეჟიმს.

“გამოკეტილები არიან გალიაში. დანაშაულებრივი გადაწყვეტილებაა, ადგილობრივი მმართველობა ამით აჩვენებს, რომ რაღაც გადაწყვეტილებები მათ ხელშია, თუმცა, რასაკვირველია, ამის თავი და ბოლო ოკუპაციაა. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის თემა არაერთ მოხსენებაში მოხვდა და საკმაოდ მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნის საოკუპაციო რეჟიმს არა მარტო ცხინვალში, არამედ აფხაზეთში,”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ: ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი 2019 წლის 4 სექტემბრის შემდეგ ჩაკეტილია და ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების თავისუფლება შეზღუდული აქვს.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მთავრობა გზის გახსნის სანაცვლოდ ჩორჩანის ტყეში განთავსებული პოლიციური საგუშაგოს აღებას მოითხოვს, საქართველოს ხელისუფლება კი აცხადებს, რომ პოლიციური საგუშაგო ოკუპირებულ სოფელ წნელისს საფრთხეს არ უქმნის, და მის დემონტაჟს არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად