ვოლსკი: ოკუპაციის წინაპირობები შექმნა წინა ხელისუფლების გაუგონარმა დანაშაულებრივმა პოლიტიკამ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკის განცხადებით საოკუპაციო ზოლთან მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის მთავარი მიზეზი არის უკანონო ოკუპაცია და ამ ოკუპაციის წინაპირობები, რომელიც შექმნა წინა ხელისუფლების დანაშაულებრივმა პოლიტიკამ.

ამის შესახებ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის ფორმატში მყარად უნდა იდგეს თავისი მკაცრი პოზიციით.

“მინდა განვაცხადო, რომ უკანონო არის ოკუპაცია. მინდა განვაცხადო, რომ ოკუპაციის წინაპირობები შექმნა წინა ხელისუფლების გაუგონარმა დანაშაულებრივმა პოლიტიკამ, რომელიც გააჩნდა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები სხვა საგზაო რუკას გვთავაზობდნენ, იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა იყო შეუქცევადი და მზარდი.

აქედან გამომდინარე, ყოველდღე ოკუპაცია შეგვახსენებს თავს, ხან ბორდერიზაციით, რომელიც იმ ხაზზე ხორციელდება, რომელიც სააკაშვილმა დაადგინა და ზოგჯერ- ადამიანების გატაცებით. ეს არის რეალობა, ამ რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი და ვიდგეთ მყარად იმ პოზიციაზე, რომელიც გვაქვს.

ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობის ფორმატში მკაცრი პოზიცია, რომელსაც საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური გადასახადი შეუქმნა რუსეთის ფედერაციას” – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად