ვოლსკი: ოკუპაციის პროცესი განაპირობა იმ მძიმე დანაშაულებრივმა შეცდომებმა, რაც წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა

“რუსეთი არის ოკუპანტი, ოკუპაციის პროცესი გრძელდება – ეს არის შეფასება.”,-ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

“რუსეთი არის ოკუპანტი, ოკუპაციის პროცესი გრძელდება – ეს არის შეფასება. ოკუპაციის პროცესი განაპირობა იმ მძიმე დანაშაულებრივმა შეცდომებმა, რაც წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა. ჩვენ ამ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალი უნდა მოვძებნოთ, რაც გულისხმობს ჩვენი მოქალაქეებისთვის ყურადღების მიქცევას, მაქსიმალურად იმ დანაკარგების ანაზღაურებას, რაც ბორდერიზაციას თან ახლავს,” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, როგორც გუშინ გახდა ცნობილი, რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ამჟამად, ისინი უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

ატოცში უკანონო ბორდერიზაცია ამ ეტაპზე შეჩერებულია, მაგრამ ისევ ჩანს ერთი დღის წინ დაწყებული უკანონო პროცესის კვალი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად