ვოლსკი: “ნაცმოძრაობა” ნებისმიერ ინიციატივას პოლიტიკურ მიზანს უკავშირებს

ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საურბისას განაცხადა.

ოპოზიციის მოთხოვნას, რომელიც მეუფე იაკობის ხმაურიანი განცხადებების საფუძველზე საგამოძიებო კომისიის შექმნას უკავშირდება, გია ვოლსკი მხარს არ დაუჭერს.

უმრავლესობის დეპუტატი აცხადებს, რომ ნებისმიერ ინიციატივას “ნაციონალური მოძრაობა” საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს უკავშირებს.

“ვერ დავუჭერ მხარს, იმიტომ რომ ნებისმიერ ინიციატივას ნაციონალური მოძრაობა უკავშირებს თავის პოლიტიკურ მიზანს. რასაკვირველია, აქ საეკლესიო პირების დაბარება, პატრიარქის მოწვევა არის ის მთავარი მიზანი, რისთვისაც ეს კომისია სჭირდებათ. სკანდალურობა, სკანდალურობა და დესტაბილიზაცია – ეს არის მთავარი ლოზუნგი, რომელსაც ემსახურება ჩვენი ე.წ. ოპონენტების ჯგუფი,” – აცხადებს გია ვოლსკი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად