ვოლსკი: “ნაცმოძრაობა” მოვა თუ არა დარბაზში, რა მნიშვნელობა აქვს?! – პასუხისმგებლები ჩვენ ვართ

„ჩვენ ვართ პასუხისმგებელი სამართლის დაცვაზე ამ ქვეყანაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ხვალაც ჩვენ მოგვთხოვს პასუხს მთელი საზოგადოება კანონიერების დაცვაზე ამ სახელმწიფოში, ამიტომ ამაზე უარს ნუ ვამბობთ“, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ დღევანდელ სხდომაზე, სადაც პარლამენტის გამოკლებული წევრის ნიკანორ მელიას ადგილმონაცვლის ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების პროცედურასთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართა.

მისი თქმით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს „ნაცმოძრაობა“ იქნება თუ არა დარბაზში.

” რამდენჯერმე გაიჟღერა სიტყვამ ფორმალური, მაგრამ რეალურად მაშინ ჩვენ არც ვიცესპიკერები, არც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ოპოზიციიდან არ უნდა ავირჩიოთ და უნდა გავაჩეროთ პარლამენტის საქმიანობა. გარდა ამისა, როგორც ითქვა, არჩევნებია ჩასატარებელი.

ვინც ამ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს იმის წინაშეც ჩვენ ვართ ვალდებულები, აბა ეს ფრაქცია მოვა თუ არ მოვა, ხმას მიცემს თუ არ მისცემს რა მნიშვნელობა აქვს. პასუხისმგებლები ჩვენ ვართ. ამიტომ გვარებს არ აქვს აქ მნიშვნელობა, ჩვენ კანონი უნდა აღვასრულოთ, ამას გვთხოვს საზოგადოება და რაც არ უნდა ემოციურად დატვირთული იყოს ეს ვითარება, რეალობა ეს არის“, – განაცხადა პირველმა ვიცესპიკერმა.

ცნობისთვის, პარლამენტში დღეს რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია 30-მდე საკითხის განხილვა, მათ შორის არის სამოქალაქო კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები, ასევე დადგენილების პროექტი საპარლამენტო დელეგაციებში გარკვეული ტიპის ცვლილებებზე.

დღესვე დეპუტატები ნიკა მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების საკითხს უყრიან კენჭს.

სხდომას პოლიტიკური ბოიკოტის გამო არ დაესწრებიან ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” და ფრაქცია „ევროპული საქართველოს” წევრები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად