ვოლსკი: მთავრობას აქვს იმის რესურსი, მართოს სიტუაცია ისე, რომ ყველა შემთხვევაზე არ სჭირდებოდეს პარლამენტის დასტური

ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკიმ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძის მოტხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში არსებული საგანგებო ვითარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მირების უფლება, მთავრობას პარლამენტის განხილვისადა დასტურის გარეშე არ უნდა ჰქონდეს.

“არ შეიძლება კონკრეტული გადაწყვეტილებები პარლამენტის უცებ შეკრებაზე იყოს დამოკიდებული, მით უფრო გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები მუდმივად ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან“.

განაცხადა გია ვოლსკიმ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

„მთავრობას აქვს იმის რესურსი, მართოს სიტუაცია ისე, რომ ყველა შემთხვევაზე არ სჭირდებოდეს პარლამენტის დასტური. მთავრობას უნდა ჰქონდეს ოპერატიულად მოქმედების შესაძლებლობა – ეს არის კანონით განსაზღვრული, რომელიც მიღებულია 2007 წელს. ჩვენ პრაქტიკულად, ომის პირობებში ვართ. არ შეიძლება ჩამოვკიდოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები პარლამენტის უცებ შეკრებაზე, მითუმეტეს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები მუდმივად ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად