ვოლსკი “მთავარი არხის” ჟურნალისტს: ვისი “ტიტუშკა” ხართ, მე არ ვიცი, მაგრამ…

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკის განცხადებით, მადლობა ეკუთვნის ახალგაზრდა გოგონას, რომელმაც იურიდიული კომიტეტის სხდომათა დარბაზში ირაკლი შოთაძის მოსმენის დაწყებამდე, ოპოზიციის მიერ მოწყობილი პერფორმანსის დროს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, დეპუტატ თინა ბოკუჩავას სახეზე აფარებული ნიღაბი ჩამოგლიჯა.

ამის შესახებ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა:

​ვოლსკი: არ ვიცი ვინ არის ახალგაზრდა გოგო, მაგრამ მადლობა ეკუთვნის გოგოს, რომ მიაძახა და ჩამოახიუა სახეზე ეს პეფორმანისის ნიღაბი

“მთავარი არხი”: “ქართული ოცნების” “ტიტუშკაა”

​ვოლსკი: ბატონო?

“მთავარი არხი” “ქართული ოცნების” მხარდამჭერია.

ვოლსკი: თქვენ ვისი “ტუტუშკა” ხართ მე არ ვიცი, მაგრამ…

“მთავარი არხი”: მე ჟურნალისტი ვარ..

ვოლსკი: ჟურნალისტი როგორ ხარ, სიტყვა “ტიტუშკას” რომ იტყვი… ახლა გამოვიდეს…

“მთავარი არხი”საქმის გარჩევისკენ მოგვიწოდებთ ბატონო გია?

ვოლსკი: როცა თქვენ, თქვენი აქტივისტები, თქვენი ტელევიზია ხალხის შეურაცხყოფას თავს დაანებებთ, უკეთესად იქნება ყველაფერი, ისეთი არაფერი არ ხდება, ზოგი მხარს უჭერს, ზოგი არ უჭერს, სკანდალის შექმნის ასეთ სურვილს ნუ აყვებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად