ვოლსკი: მსოფლიოს მე-8 საოცრებად იქცა მეთოდები, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” და სატელიტები მიმართავენ

“მსოფლიოს მე-8 საოცრებად იქცა ის მეთოდები, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” და მისი სატელიტები მიმართავენ ინფორმაციის დამახინჯებისას და ამ ტექნოლოგიების ჩამოყალიბებით, მგონი, უკვე რუსეთსაც გადააჭარბეს, ისეთი პროგრესი და წინსვლა აქვთ ამ მიმართულებით”. –
ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებასთან დაკავშირებით გერმანული გამოცემა “დოიჩე ველეს” სტატიას, რომელიც სხვადასხვა ინტრპრეტაციით გავრცელდა.

გია ვოლსკიმ ჟურნალისტებსთან საუბრისას განმარტა, რომ უპირველესად, უნდა ვნახოთ გერმანული რედაქციის სტატია – შესანიშნავი დახასიათებით, როგორც პრემიერ-მინისტრის, ასევე ზოგადად მთავრობის და მისი პოლიტიკის, იმის ხაზგასმით, რომ საკმაოდ სერიოზული განსხვავებები და დაპირისპირება გაგვაჩნია რუსეთის ფედერაციასთან ოკუპაციის გამო.

“გერმანულ გამოცემაში რეალური სურათია აღწერილი. არსებობს კიდევ ინგლისური რედაქციის სტატია, რომელიც “მიუთითებს” რომ გახარია არის “რუსეთის კაცი” და იმეორებს ჩვენი ოპონენტების გამონათქვამს ამასთან დაკავშირებით. ბრჭყალებში მიუთითებს რომ ოპონენტები ასე ამბობენ. და საერთოდ მსოფლიოს 8-ეს საოცრებად იქცა ის მეთოდები, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” და მისი სატელიტები მიმართავენ ინფორმაციის დამახინჯებისას და ამ ტექნოლოგიების ჩამოყალიბებით, მგონი, უკვე რუსეთსაც გადააჭარბეს, ისეთი პროგრესი და წინსვლა აქვთ ამ მიმართულებით”-განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისათვის: გერმანული საერთაშორისო საზოგადოებრივი მაუწყებელი „დოიჩე ველე” საქართველოს პარლამენტში გამართულ კენჭისყრას ეხმაურება, სადაც, გუშინ, 8 სექტემბერს საქართველოს მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობა დაამტკიცეს.

„საზოგადოების დიდი ნაწილი გახარიას ანტი-სამთავრობო პროტესტის სასტიკი დარბევის მთავარ არქიტექტორად მოიაზრებს. აქციები პარლამენტში რუსი დეპუტატის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც იქ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა”, – წერს „დოიჩე ველე”.

გამოცემის თანახმად, მიუხედავად ამისა, გახარია ცდილობს ეჭვები, რომ ის „რუსეთის კაცია” აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული ოკუპაციის წინაღმდეგ გაკეთებული განცხადებებით გაფანტოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...